ვიქტორ Isildur1 ბლომის დაუნსვინგი შე
წარუმატებელი პერიოდის მიუხედავად, გასულ კვირაში, ვიქტორ ბლომმა ორჯერ მოახერხა PokerStars-ის ტოპ მოთამაშეების პირველ ადგილზე მოხვედრა. ხუთშაბათის მაჩვენებლით, შვედი მოთამაშე, $79.000 დოლარიანი მოგებით, PokerStars-ის დღის ყველაზე მომგებიანი მომხმარებელი გახდა.
შვედის პირველი გამარჯვება $400/$800 ფიქსირებული ლიმიტის ომაჰას მაგიდებზე მოვიდა, როდესაც მან საათნახევრიან სესიაზე, $15.000 დოლარი გამოიმუშავა. $28.000 დოლარიანი წაგების შემდეგ, ბლომმა გერმანლე RaulGonzales-ისგან $33.000 დოლარი ამოიღო და მდგომარეობა კიდევ უფრო გამოისწორა.
ბლომის ძირითადი გამარჯვება ჰოლანდიელი მოთამაშის, Ravenswood13-ის წინააღმდეგ დაფიქსირდა. $1.000/$2.000 ლიმიტის ფიქსირებული ომაჰას მაგიდებზე, გერმანელმა და შვედმა სამი საათი ითამაშეს. ბლომმა ჯერ $200.000 დოლარით დაწინაურება მოახერხა, თუმცა, შემდეგ პოზიციები დათმო და სესია $65.000 დოლარის პლუსით დაასრულა.
2015 წელი ვიქტორ ბლომისთვის წარმატებული გამოდგა - წელი მან PokerStars-ის ლიდერბორდის პირველი ადგილით დაასრულა. იგივეს ვერ ვიტყვით 2016 წლის პერიოდზე - შვედმა რამდენიმე ასეული ათასი იზარალა. წელს კი მისი მოგება თითქმის $2.000.000 დოლარს გაუტოლდა, თუმცა, მძიმე შემოდგომის გამო, $1.200.000-მდე ჩამოვიდა.





