2018 წლის WSOP-ის განრიგი ორგანიზატორებმა შემთხვევით გამოაქვეყნეს

მიუხედავად იმისა, რომ პოკერის მთავარი მოვლენის - 2018 წლის World Series Of Poker-ის საზაფხულო სერიებამდე ჯერ კიდევ 6 თვეა დარჩენილი, WSOP-ის საიტზე, გვერდის ადმინისტრაციამ, სრულიად შემთხვევით, 2018 წლის საზაფხულო ტურნირების განრიგი გამოაქვეყნა. 

შემთხვევა გასულ კვირას მოხდა, მაგრამ გამოხმაურება არ მოჰყოლია, რადგან საიტის ადმინისტრაციამ მალევე გამოასწორა დაშვებული შეცდომა და განრიგი WSOP-ის გვერდიდან რამდენიმე წუთის შემდეგ წაშალა. მიუხედავად ამისა, პოკერის რამდენიმე გულშემატკივარმა განრიგის გადმოწერა და ე.წ. 'სქრინშოთების' გაკეთება მაინც შეძლო. 

განრიგი, რომელიც სავარაუდოდ 2018 წლის ზაფხულამდე რამდენჯერმე შეიცვლება, 77 ღონისძიებისგან შედგება. როგორც ჩანს, დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, პოკერის გულშემატკივრებს $1.000.000 დოლარიანი Big One for One Drop-ის ნახვა შეეძლებათ. ივენთი უკვე 4 წელია, რაც აღარ გამართულა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა მასზე დარეგისტრირებას პროფესიონალი მოთამაშეები, თუ ტურნირი კვლავ მოყვარულებისთვის, სპეციალური მოსაწვევებით გაიმართება? 

რუმები

ქართული უცხოური