ვიქტორ Isildur1 ბლომი PartyPoker Millions Germany Main Event-ს იგებს

კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ შვედი პროფესიონალი პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა - ვიქტორ ბლომმა 5.300 ევროიანი PartyPoker Millions Germany Main Event მოიგო, $1.048.153 დოლარიანი (850.000) ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. ბლომი ონლაინ პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეგულარია, რომლის შემოსავალმა მილიონებს გადააჭარბა. უამრავი პროფესიონალი მოთამაშისთვის ის, დღემდე, ყველაზე არასასურველ და სახიფათო მეტოქედ ითვლება. 

ტურნირზე ბლომის მონაცემების შესახებ ონლაინ გამოცემები გამუდმებით აწარმოებდნენ პატარ-პატარა განახლებებს: ფინალური დღე შვედმა, ჩიპების რაოდენობის მიხედვით, მე-2 ადგილიდან დაიწყო. მას მხოლოდ ონდრეი დროზდი უსწრებდა, რომელმაც ოპონენტებზე აგრესიული იერიშის მიტანა გადაწყვიტა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მსგავსმა სტრატეგიამ არ გაამართლა - სასტარტო ჩიპლიდის მიუხედავად, ჩეხი მოთამაშე მე-6 ადგილიდან გამოეთიშა თამაშს. 

ფინალური ჰედს-აპი ბლომმა კვლავ ანდერდოგის სტატუსით დაიწყო: მისი მთავარი მეტოქე, პაველ პლესუვი მცირე, მაგრამ ჰედს-აპისთვის მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობდა. ბლომმა რამდენიმე მძიმე მომენტი გადალახა, განსაკუთრებულ აღნიშვნას ერთ-ერთი დარიგება იმსახურებს, როდესაც QJ8 ბორდზე, QQ -ით აღჭურვილმა ბლომმა მეტოქის ოლ ინს მომენტალური ქოლით უპასუხა. პლესუვს კი ის ერთადერთი ხელი აღმოაჩნდა, რისი გათვალისწინებაც ბლომს ფაქტიურად არ შეეძლო: T9. შედეგად, ბლომის სტეკი მნიშვნელოვნად შემცირდა. რამდენიმე დარიგების შემდეგ, პლესუვმა მისთვის სრულიად ცარიელ ბორდზე, ბლეფის განზრახვით, დიდი ბეთი გააკეთა. ბლომმა, მაღალი K-ით დასრულებული ფლეშით, საკმაოდ დიდხანს იფიქრა რთულ გადაწყვეტილებაზე, რადგან შეცდომის დაშვების შემთხვევაში, მისი სატურნირო სიცოცხლე საბოლოოდ დასრულდებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბლომმა ქოლის გადაწყვეტილება მოწინააღმდეგის ბოდილენგვიჯზე დაყრდნობით მიიღო. უპირატესობის მოპოვების შემდეგ, კონტროლის დამყარება და საბოლოოდ გამარჯვება ბლომისთვის სირთულე აღარ ყოფილა. 

რუმები

ქართული უცხოური