ნაიალ ფარელი და რომან რომანოვსკი SCOOP-ის ტიტულებს იგებენ
უკვე რამდენიმე დღეა, რაც PokerStars-ზე 2018 წლის Spring Championship Of Online Poker-მა (SCOOP) აიღო სტარტი. ტურნირების ონლაინ სერიას რამდენიმე ახალი გამარჯვებულები ჰყავს, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ჰაი სტეიკს გრაინდერებმა - რომან რომანოვსკიმ და ნაიალ ფარელმა დაიმსახურეს.
ბრიტანელმა ნაიალ ფარელმა, რომელსაც 2016 წელს უკვე ჰქონდა მოგებული SCOOP-ის ტიტული, გუშინ მეორედ მოახერხა PokerStars-ის საგაზაფხულო სერიებზე გამარჯვების მოპოვება. ამჯერად, ბრიტანელმა $2.100 დოლარიანი ივენთი, $1.000.000 Guarantee Progressive KO მოიგო, რომელზეც 577 მონაწილე დარეგისტრირდა. ფინალურ ჰედს-აპში ფარელმა ჯეისი ალვარადო დაამარცხა და $101.855 დოლარის მფლობელი გახდა. პირველი ადგილისთვის დაწესებულ ანაზღაურებაზე ორჯერ მეტი შემოსავალი ფარელმა ტურნირის სახეობის გამო მიიღო: ტურნირიდან გაგდებული მოთამაშეების რაოდენობისთვის, ბრიტანელმა დამატებითი $118.055 დოლარი მოაგროვა.
რომან რომანოვსკის ლაივ ტურნირზე მიღებული უკანასკნელი ანაზღაურება 2013 წლით თარიღდება. აშკარაა, რომ უკრაინელი ონლაინ მაგიდებთან ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს - მისი ონლაინ კარიერა $9 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს ითვლის. $1.050 დოლარიან $500.000 GTD-ის პირველი ადგილისთვის, რომანოვსკიმ $123.953 დოლარი მიიღო. ივენთზე 728 მოთამაშე დარეგისტრირდა, მაგრამ თამაშის გვიან სტადიაზე რომანოვსკის ისეთ სახელებთან მოუხდა დაპირისპირება, როგორებიც ვიქტორ ბლომი, ჯასტინ ბონომო და მაიკლ ჟენგი არიან.





