როჯერ ტესკამ Carribean Poker Party-ზე $2.000.000 მოიგო; სტივ ო'დუაიერი მე-2 ადგილზე
დამღლელი დღისა და 13 საათიანი აქტიური თამაშის შემდეგ, როჯერ ტესკამ Carribean Poker Party $25.000 Millions მოიგო. ფინალურ ჰედს-აპში მან ლეგენდარული სტივ ო'დუაიერი დაამარცხა. "ტურნირზე გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი, - ყვება ტესკა, - ამ ბიჭებმა თამაშის ყველა დეტალი იციან, როდის რა მანევრი გააკეთონ. სტივი ჩემზე გაცილებით უკეთესი მოთამაშეა, ამიტომაც ვცდილობდი მასთან დიდი დარიგებები მეთამაშა და იღბლის ხარჯზე მომეგო."
ტესკამ პირველი ადგილისთვის $2.000.000, ხოლო ო'დუაიერმა - $1.300.000 დოლარი მიიღეს. ტესკა დიდი თამაშებისთვის ახალი სახელი ნამდვილად არ არის: მან ჯერ 2012 წლის $1 მილიონიან One Drop-ის ტურნირზე ითამაშა, ხოლო შემდეგ 2014 წლის ბაჰამის სერიებში მიიღო მონაწილეობა. მისი საუკეთესო ერთჯერადი ანაზრაურება, ამ მომენტამდე, $371.000 დოლარს შეადგენდა.
სტივ ო'დუაიერის გამარჯვებას ყველა ელოდა - მით უმეტეს, რომ ფინალური ჰედს-აპი მან 3-1 უპირატესობით დაიწყო. ერთ-ერთი დარიგების დროს, ო'დუაიერმა KK, ხოლო ტესკამ QQ მიიღეს. ფლოპზე დადებულმა Q-მა სიტუაცია გაათანაბრა და ტესკასთვის გარდამტეხ მომენტად იქცა. ამას ო'დუაიერის წარუმატებელი ბლეფი მოჰყვა, რასაც მისი სტეკის ძირითადი ნაწილი შეეწირა. რამდენიმე ბლაინდის მითვისება ტესკას აღარ გასჭირვებია და ტურნირის მთავარი ჯილდოც მან დაისაკუთრა.





