WPT Five Diamond World Poker Classic-ის გამარჯვებული დილან ლინდი გახდა

WPT-ის 2018 წლის მოვლენები $10.000 დოლარიანი WPT Five Diamond Poker Classic-ით დასრულდა. ტურნირი კაზინო Bellagio-ში გაიმართა და ის WPT-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური $10.000-იანი ივენთი აღმოჩნდა: 1.001 მონაწილის რეგისტრაციის შემდეგ, საპრიზო ფონდმა $9.707.700 დოლარი შეადგინა. 

5 დღიანი მარათონის შემდეგ, ღონისძიების გამარჯვებული პროფესიონალი მოთამაშე - დილან ლინდი გახდა, რომელმაც კარიერაში საუკეთესო ერთჯერადი ანაზღაურება - $1.631.468 დოლარი მიიღო. ამ დრომდე, მისი სატურნირო შემოსავალი $2.03 მილიონ დოლარს შეადგენდა, $348.269-იანი საუკეთესო ერთჯერადი ანაზღაურებით, რომელიც მან 2016 წელს, WSOPC-ის პირველი ადგილისთვის მიიღო. 

მნიშვნელოვანი მოთამაშეები, რომლებმაც საპრიზო ადგილების დაკავება შეძლეს: 2015 წლის WSOP Main Event-ის ჩემპიონი - ჯო მაკკიენი (მე-9, $163.142), ანდრე აკარი (23-ე, $58.952), ანტონიო ესფანდიარი (66-ე, $25.864), ერიკ საიდელი (69-ე, $25.845), ნიკ პეტრანგელო (83-ე, $21.789), ჯო ჰეშემი (85-ე, $21.789). 

ენდრიუ ლიჰტენბერგერის მე-3 ადგილიდან გამოთიშვის შემდეგ, დილან ლინდი მილოშ შკრებიც დაუპირისპირდა. ჰედს-აპმა 35 დარიგება გასტანა. უკანასკნელი 17 ბლაინდი სერბმა მოთამაშემ 55-ის იმდედად მაგიდის ცენტრში მოაქცია, მაგრამ მას ლინდის JJ ელოდებოდა, რომელმაც პრეფლოპ უპირატესობის შენარჩუნება ბორდის დასრულებამდე მოახერხა. მეორე ადგილისთვის შკრებიც $1.087.603 დოლარი შეხვდა.

რუმები

ქართული უცხოური