PartyPoker High Stakes Sunday-ზე ვიქტორ ბლომმა მე-2 ადგილი დაიკავა
ონლაინ პოკერის ლეგენდამ, ვიქტორ ბლომმა PartyPoker-ზე გამართული Sunday High Roller Deepstack-ის ფინალური ჰედს-აპი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, საქმის ბოლომდე მიყვანა და პირველი ადგილისთვის დაწესებული $40.780 დოლარის მოგება შვედმა ვერ შეძლო.
$1.050 დოლარიან Sunday High Roller Deepstack-ზე 195 მოთამაშე დარეგისტრირდა. ტურნირის ლაინ-აფის მრავალეთნიკურობის მიუხედავად, ჩიპქაუნთს თუ გადახედავდით, კანადისა და დიდი ბრიტანეთის დროშები აშკარად თვალში მოგხვდებოდათ. პატრიკ ლეონარდი ერთ-ერთი იყო მათგან, ვინც ინგლისის დროშის ქვეშ თამაშობდა. PartyPoker-ის ამბასადორმა მე-11 ადგილი დაიკავა და $3.560 დოლარი მიიღო.
ფინალური ჰედს-აპი Isildur1-სა და ავსტრიელ chelsea1972-ს შორის გაიმართა. chelsea1972-ის მსგავსად, ვიქტორ ბლომის ვინაობაც წლების განმავლობაში არავინ იცოდა. მასთან თამაშს მხოლოდ დუანი, აივი და ანტონიუსი ბედავდნენ. მე-2 ადგილისთვის შვედ ლეგენდას $29.600 დოლარი შეხვდა.





