ვიქტორ ბლომი შესაძლოა PartyPoker-ის გუნდს შეუერთდეს

ცოტა ხნის წინ, ბრაზილიის ყველაზე მონახულებადი ქალაქიდან ვიქტორ ბლომზე ჭორები გავრცელდა. როგორც კულუარებში ამბობენ, შესაძლოა ონლაინ პოკერის ლეგენდა PartyPoker-ის სახე გახდეს. 

გასულ კვირას, რიო დე ჟანეიროში PartyPoker Live South America-ის სერიები გაიმართა, რომელსაც შვედი მოთამაშე ესწრებოდა. ჭორების მიზეზი მისი და მაიკ სექსტონის ერთად გამოჩენა იყო. სექსტონი უკვე მრავალი წელია, რაც PartyPoker-ის ამბასადორია. მან ბლომს 'ინსტაგრამის' არაერთი პოსტი მიუძღვნა. "პოკერის ლეგენდასთან ერთად Live South America-ზე ვთამაშობ, - წერს სექსტონი, - მე 'ბატონიდან' მის ბლაინდებს ვუტევ ხოლმე."

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ბლომის ონლაინ პოკერ-რუმთან თანამშრომლობა განიხილება, PartyPoker-ის გუნდის წევრის, პატრიკ ლეონარდის პოსტებია: "ბრაზილიაში ჩემს ერთ-ერთ კუმირთან, ვიქტორ ბლომთან ერთად ვთამაშობ."

ბლომი ბრაზილიაში სხვა ცნობილ მოთამაშეებთან ერთადაც გამოჩნდა. მან და ფილ ჰელმუტმა, რიო დე ჟანეიროში, კორკოვადას მთაზე მდებარე იესო ქრისტეს ქანდაკება მოინახულეს. "პოკერის ლეგენდასთან ერთად, - წერს ჰელმუტი ვიქტორ ბლომზე, - მოიცა, შეიძლება ლეგენდა გახდე 28 წლის ასაკში? რა თქმა უნდა! ის Isildur1-ია!" 

ბლომი არაერთხელ გამოჩნილა PartyPoker-ის ლაივ ტურნირებზე. გასულ წელს, პოკერ-რუმის გერმანულ სერიებზე მან $1.000.000-მდე მოიგო. მაგრამ განსაკუთრებული წარმატება შვედმა პოკერ-რუმის ონლაინ ტურნირებზე ნახა. 

ვიქტორ ბლომს წარსულში უკვე უთანამშრომლია დიდ ონლაინ კაზინოსთან. მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა Full Tilt Poker-ზე დაიწყო, 2012 წლიდან ის მშობლიური საიტის კონკუკრენტს შეუერთდა და ერთი წლის განმავლობაში PokerStars-ის გუნდს წარმოადგენდა. თანამშრომლობა არც ისე წარმატებული გამოდგა და ბლომმა მალე დატოვა 'სტარსის' კედლები. 

რუმები

ქართული უცხოური