€100.000 ჰაი როლერიდან ფილ აივი ორჯერ გავარდა

ლონდონის შემდეგ, დიდ პოკერს როზვადოვმა უმასპინძლა. აქ, King's Casino-ში, PartyPoker-ის Live Millions იმართება, რომელიც მსოფლიო პოკერის ვარსკვლავებს იზიდავს. €100.000 ევროიან ჰაი როლერზე თითქმის ყველა ცნობილი სახელია დარეგისტრირებული.

ტურნირი რე-ბაის გაკეთების საშუალებას იძლევა. როგორც წესი, რე-ბაის ფუნქციას ფილ აივი იყენებს აქტიურად. ამჯერადაც, ლეგენდარულ მოთამაშეს ტრადიცია არ დაურღვევია და, საბოლოოდ დანებებამდე, ტურნირს €200.000 ევრო შესწირა. 

პირველი დარიგება, რომელმაც აივის სტეკი იმსხვერპლა, ასე გამოიყურებოდა: 

კალ ბარნსი: AA

ფილ აივი: KK

მაიკლ ჩი ჟანგი: AQ

კრისტენ ბიკნელი: QQ

ბორდზე კი ასეთი კომბინაცია დაიდო: J7QTT

ამის შემდეგ, აივიმ სტეკი თავიდან იყიდა, მაგრამ მალევე კერი კატზის სეტთან მთლიანად დათმო. ფილ აივის გზას გაყვნენ PartyPoker-ის გუნდის წევრი - სემ თრიქეთი, ჩარლი კარელი და PartyPoker-ის ვეტერანი სახე - ლეგენდარული ტონი ჯი. ამ მომენტისთვის, ტურნირის ჩიპლიდერი რუსი იგორ კურგანოვია. ტოპ ათეულში პოლ ფუაც მოხვდა. 

თეგები
partypoker ფილ აივი

რუმები

ქართული უცხოური