Purple Jacket-ის მფლობელი სემ სოვერელი გახდა
 Poker Masters-ის ჩემპიონი სემ სოვერელი გახდა, რომელმაც ფინალური ივენთი - $50.000 NL Hold'em Main Event მოიგო, $680.000 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. საერთო ჯამში, Poker Masters-ზე სოვერელმა 7 ტურნირის საპრიზო ადგილის დაკავება მოახერხა და პრესტიჟული Purple Jacket-ის მფლობელი გახდა.

2019 წლის Poker Masters-ის მეინ ივენთზე 34 მონაწილე დარეგისტრირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, $50.000 დოლარიანი ბაი-ინი თანამედროვე პოკერის საუკეთესო მოთამაშეებმა გადაიხადეს. მატიას აიბინგერი, ნიკ შულმანი, იგორ კურგანოვი, ალექს ფოქსენი, ანტონი ზინო, დევიდ პიტერსი და ბრინ კენი - იმ მოთამაშეების მცირე ჩამონათვალია, ვინც ტურნირზე გამოანათა.
ალი იმსიროვიჩი მე-6 პოზიციიდან გამოეთიშა თამაშს, რის შემდეგაც საპრიზო ადგილები იწყებოდა. მეინ ივენთის ფინალური ხუთეული ასე გამოიყურება:
| პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება | 
| 1 | სემ სოვერელი | აშშ | $680.000 | 
| 2 | კრის ჰანიკენი | აშშ | $442.000 | 
| 3 | ელიო ფოქსი | აშშ | $272.000 | 
| 4 | სტივენ ჩედვიკი | დიდი ბრიტანეთი | $170.000 | 
| 5 | სეთ დევისი | აშშ | $136.000 | 
წლევანდელ Poker Masters-ზე სემ სოვერელის მოგებამ $1.396.800 დოლარი შეადგინა. სიის ყოფილი ლიდერი, ჩენს კორნუთი მე-3 პოზიციაზე გავიდა. მას შონ ვინთერი და ალი იმსიროვიჩი მიყვებიან. სოვერელი სატურნირო პოკერს ბაჰამის კუნძულებზე დაუბრუნდება, სადაც PartyPoker-ის სატურნირო სერიები იგეგმება.