სტივენ ჩედვიკმა EPT Prague High Roller მოიგო: €725.710
 €50.000 ევროიან EPT Prague High Roller-ის დაძაბულ ჰედს-აპ დაპირისპირებაში, სტივენ ჩედვიკმა ლეგენდარული ფრანგი გრაინდერი, ბერტრან Elky გროსპელიე დაამარცხა და €725.710 ევრო მოიგო. ფინალური მაგიდა დიდი სახელებით აღმოჩნდა დატვირთული: ჩედვიკი, გროსპელიე, მატეოსი, ო'დუაიერი, ტორელი და ჰითი - ყოველი მათგანი გამარჯვების რეალური კანდიდატი იყო.

ფრანგმა ფინალურ ჰედს-აპს გაჭირვებით მიაღწია. ჩიპების დეფიციტის მიუხედავად, რამდენიმე გაორმაგების შემდეგ, ის კვლავ რთულ მეტოქედ გადაიქცა, მაგრამ სტივენ ჩედვიკის შეჩერება მაინც ვერ შეძლო. მე-2 ადგილისთვის გრსოპელიემ €501.590 ევრო მიიღო, რაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მისი საუკეთესო სატურნირო ანაზღაურებაა. ფრანგის საერთო შემოსავალი კი $14.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
სტივენ ჩედვიკმა ფინალური მაგიდა მე-3 სიდიდის სტეკით დაიწყო. "სტეკების ცვლილებასთან ერთად, ყოველი დარიგების მოდიფიკაცია გიწევს, - თქვა ბრიტანელმა მოთამაშემ გამარჯვების შემდეგ, - პირველი მიზანი ჩიპლიდის მოპოვებაა, რომელიც ფინალურ მაგიდაზე რისკის შემცირების და ოლ ინ სიტუაციების თავიდან არიდების საშუალებას გაძლევს."
ფინალური მაგიდის საპრიზო ანაზღაურებები ასე გადანაწილდა:
| პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება | 
| 1 | სტივენ ჩედვიკი | დიდი ბრიტანეთი | €725.710 | 
| 2 | ბერტრან გროსპელიე | საფრანგეთი | €501.590 | 
| 3 | ადრიან მატეოსი | ესპანეთი | €320.170 | 
| 4 | სტივ ო'დუაიერი | ირლანდია | €245.460 | 
| 5 | ჟან-ნოელ ტორელი | საფრანგეთი | €192.100 | 
| 6 | ბენ ჰითი | დიდი ბრიტანეთი | €149.410 | 