ჯონი ჩენი PokerNews-ის პოდკასტში გამოჩნდა
ჯონი ჩენი მსოფლიო პოკერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელია, რომელმაც 80-იანი წლების მიწურულს ეპოქა შექმნა. მის ანგარიშზე WSOP-ის 10 ოქროს სამაჯურია, საიდანაც 2 მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის მიიღო. რაც მთავარია, მან ორჯერ ზედიზედ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგება, მაგრამ 1989 წელს, მისი თავბრუდამხვევი ციკლი ფილ ჰელმუტმა შეაჩერა. ჩენის სატურნირო კარიერა $9 მილიონ დოლარზე მეტს ითვლის, მაგრამ უცნობია, რა შემოსავალი აქვს მას მიღებული პრივატული ქეშ-გეიმებიდან.
სანამ მისი თანამედროვე სხვა ლეგენდები - ფილ ჰელმუტი და ერიკ საიდელი ჰედს-აპ ჩელენჯებითა და მაღალი ლიმიტის ქეშ-გეიმებით არიან დაკავებულები, ჯონი ჩენი კადრს მიღმა ყოფნას ამჯობინებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ვეტერანი მოთამაშე თავად სპორტისგან შორს არ წასულა: მან, ტეხასში, თავისი ახალი ქარდ-რუმი გახსნა, რომელიც პოსტ-პანდემიურ პირობებში სულ უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობს.
რამდენიმე დღის წინ, ჯონი ჩენი PokerNews-ის პოდკასტში გამოჩნდა, სადაც მან საკუთარ ბიზნესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც ჩანს, ის სატელევიზიო პოკერს მალე დაუბრუნდება: "მე Poker After Dark-შიც მივიღებ მონაწილეობას და High Stakes Poker-შიც. მე ყველგან მივალ, რასაც ვეგასში შემომთავაზებენ. ვეგასი ძალიან მიყვარს!"
აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩენი მასსა და ფილ ჰელმუტს შორის ჰედს-აპ დაპირისპირებასაც არ გამორიცხავს. 1989 წელს, სწორედ ფილ ჰელმუტმა შეუშალა ხელი WSOP Main Event-ის ზედიზედ მე-3 ტიტულის მოპოვებაში. ჰელმუტი კი, ბოლო პერიოდში, სწორედ სატელევიზიო ჰედს-აპებით დაუბრუნდა ეთერს, სადაც ის თავის 'მტრებთან' საქმეს სათამაშო მაგიდასთან აგვარებს.





