"თუ ამ ტურნირს ვერ მოვიგებ, აქაურობას დავწვავ" - ფილ ჰელმუტის კომენტარმა კრიტიკა დაიმსახურა

საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებამდე, ფილ ჰელმუტს სულ რაღაც 3 ადგილი აშორებდა. WSOP-ის 15 ოქროს სამაჯურის მფლობელი, სევენ ქარდ სტადის $10.000 დოლარიან ივენთზე ფინალურ მაგიდაზე მოხვდა, სადაც ისეთ სახელებს დაუპირისპირდა, როგორებიც სტივენ ჩედვიკი და ანტონი ზინო არიან. 

ჰელმუტმა რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, რასაც მშვიდად არ ჩაუვლია. როგორც წესი, Poker Brat-ის სახელით ცნობილი ჰელმუტი მაგიდასთან ცუდი მოქცევით, არანორმატიული ლექსიკით გამოყენებით, მოთამაშეების კრიტიკითა და შეურაცხყოფითაა ცნობილი. როგორც თავად ამბობს, ეს ყველაფერი შოუს ნაწილია, მაგრამ უკანასკნელ ტურნირზე, ჰელმუტმა რამდენჯერმე გაიმეორა ფრაზა: "თუ ამ ტურნირის მოგებას ვერ შევძლებ, ამ ადგილს გადავწვავ!" 

რა თქმა უნდა, ჰელმუტი Rio-ს კაზინოსთვის ცეცხლის წაკიდებას არ აპირებდა და ამაში მას არავინ ადანაშაულებს, მაგრამ პოკერის სამყარო მის საქციელს მკვეთრი კრიტიკით გამოეხმაურა. მოთამაშეები ამბობენ, რომ ჰელმუტის ქცევა სრულიად მიუღებელია და ის ჩრდილს აყენებს თამაშს, რომელიც მიწისქვეშეთიდან ამოსვლას და პოპულარობის მოპოვებას გაჭირვებით ცდილობს. 

ჰელმუტთნ დაკავშირებულ კრიტიკას ცნობილი მოთამაშე უილ ჰაფე გამოეხმაურა და სრულიად განსხვავებული პოზიცია შემოგვთავაზა: "ვის ადარდებს კაპიუშონებში ჩამალული და შავსთვალიანი რობოტების ყურება, რომლებიც ერთმანეთს საათობით აშტერდებიან და ჩიპებს უხმაუროდ ასრიალებენ წინ და უკან? ფილ ჰელმუტი ყოველთვის იყო ცნობილი თავისი არაორდინალური სტილით და ამჯერადაც, WSOP-ის მოსაწყენი ატმოსფერო თავისი ექსტრემალური ქცევით გააცოცხლა."

ჰელმუტის უკანასკნელმა საქციელმა განსაკუთრებული კრიტიკა იმით დაიმსახურა, რომ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა ანტონი ზინოსა და სტივენ ჩედვიკს მიაყენა. სიტყვიერი შეურაცხყოფა მხოლოდ სიტყვა donkey-ით გამოიხატებოდა. რამდენად გაუჭირდებოდათ ჩედვიკსა და ზინოს მსგავსი "შეურაცხყოფის" ატანა, ადვილი გამოსაცნობია. ჰელმუტიც, ზინოც და ჩედვიკიც პოკერის უმაღლეს ლიგას წარმოადგენენ. ისინი მილიონობით დოლარს იგებენ და აგებენ და მსგავსი სტრესი მათთვის ახალი მოვლენა არაა. თამაშის შემდეგ, ტვიტერზე ფილ ჰელმუტისა და ანტონი ზინოს ფოტოები გავრცელდა, სადაც აშკარად ჩანს, რომ მოთამაშეებს ერთმანეთის მიმართ მეგობრული და თბილი დამოკიდებულება აქვთ. 

რუმები

ქართული უცხოური