ფილ ჰელმუტმა WSOP-ის მე-16 ოქროს სამაჯური მოიგო

ფილ ჰელმუტი კვლავ დომინირებს 2021 წლის WSOP-ის სერიებთან დაკავშირებულ ჰედლაინებში. ამჯერად, საქმე არა მის არაორდინალურ ქცევას, არამედ მის წარმატებას ეხება. ლეგენდარულმა მოთამაშემ WSOP-ის მე-16 სამაჯურის მოგება მოახერხა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. 

გასული ორი კვირის განმავლობაში, ფილ ჰელმუტმა საკუთარ ანგარიშზე WSOP-ის სხვადასხვა ტურნირის მეორე, მეოთხე და მეხუთე ადგილები ჩაიწერა. ყოველ ჯერზე, მას სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა გამარჯვებას და როგორც იქნა, მისმა შრომამ შედეგი გამოიღო. მან 2021 წლის WSOP-ის 31-ე ივენთი, $1.500 დოლარიანი 2-7 ლოუბოლ დრო მოიგო, რომლისთვისაც $84.951 დოლარიანი ანაზღაურება მიიღო. 

საერთო ჯამში, წლევანდელ სერიებზე, ჰელმუტმა $374.068 დოლარის მოგროვება შეძლო. ის მნიშვნელოვნად უსწრებს WSOP-ის ოქროს სამაჯურების სხვა მფლობელებს, რომელთა შორის დოილ ბრანსონი, ფილ აივი და ჯონი ჩენი არიან. თითოეული მათგანი 10 ოქროს სამაჯურს ითვლის. ჰელმუტის მიერ მოგებულ ტურნირზე მისი მეტოქე ერიკ საიდელი იყო, რომლის ანგარიშზეც 9 ოქროს სამაჯურია. PokerBrat-მა წარმატებით მოახერხა რთული მეტოქის გზიდან ჩამოშორება და კარიერაში მე-16 სამაჯური მოიგო. 

როგორც წესი, ჰელმუტის მიმართ გამოთქმული კრიტიკის მთავარი ნაწილი თამაშის სახეობას უკავშირდება: უმეტესად, ის ულიმიტო ჰოლდემის ტურნირებზე დომინირებს. უკანასკნელი გამარჯვებით კი მან მე-3 ტურნირი მოიგო, რომელიც ჰოლდემთან არაა დაკავშირებული. დღეის მონაცემებით, მის ანგარიშზე WSOP-ის 16 სამაჯური, 157 საპრიზო ადგილი და მოგებული $23.278.799 დოლარია. 

რუმები

ქართული უცხოური