ფედორ ჰოლცმა ორი პროფესიონალი მოთამაშე თაღლითობაში დაადანაშაულა
შობის ღამეს, 25 დეკემბერს, ფედორ ჰოლცმა ტვიტერზე სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა. როგორც გერმანული პოკერის სუპერ ვარსკვლავი ამბობს, ორი პროფესიონალი მოთამაშე, რომლებიც 888Poker-ზე WPT Deepstack ტურნირში ღებულობდნენ მონაწილეობას, მაგიდაზე ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ.
საქმე ეხება ორ ჰაი სტეიკს რეგულარს - Seijistar1-ს და მის მეგობარს - Selouan-ს. ფედორ ჰოლცის მტკიცებით, ორივე მოთამაშე ბრაზილიურ გაერთიანება 9Tales-ს ეკუთვნის. პრობლემა არა პოკერის კონკრეტულ ჯგუფში ან ორი მოთამაშის მეგობრობაშ, არამედ იმაშია, რომ ისინი ერთ მაგიდაზე თამაშსას ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედებენ.
როგორც მაგიდის სქრინ-შოთიდან ირკვევა, ბიგ ბლაინდზე მყოფმა Seijistar1-მა პრეფლოპ ჩექი ითამაშა. მისმა მეგობარმა Selouan-მა 7.1 ბიგ ბლაინდის ოდენობის ოლ ინი გააკეთა, ხოლო Seijistar1-მა მის რეიზს ფოლდით უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ ხელში A
J
ეჭირა. რა თქმა უნდა, მოთამაშეს ფოლდის გაკეთების უფლება ყოველთვის აქვს და მისი მოქმედების გამტყუნება შეუძლებელია, მაგრამ როგორც წესი, რეგულარული მოთამაშეები ტურნირის გადამწყვეტ ფაზაში, 7.1 ბიგ ბლაინდის ოდენობის ოლ ინს AJ-ით უპირობოდ პასუხობენ.
2+2 ფორუმზე მიმდინარე განხილვაში, მოთამაშეებს მხოლოდ ერთადერთი ახსნა აქვთ: თუ საქმე თაღლითობასთან არ გვაქვს, Seijistar1-მა შეცდომით დააჭირა ფოლდის ღილაკს. "არ მგონია, რომ ეს ავტომატურად თაღლითობას ნიშნავს, - ამბობს ჰოლცი, - მაგრამ ვფიქრობ, რომ მსგავს სიტუაციაში ნებისმიერი რეგულარული მოთამაშე ქოლს გააკეთებდა. ვფიქრობ, რომ რამდენადაც ისინი ერთ ჯგუფს, გარკვეულ გაერთიანებას წარმოადგენენ, ისინი ერთად, შეთანხმებულად მოქმედებდნენ".





