ფილ ჰელმუტის უცნაური და სულელური ქოლი ალექს ფოქსენის წინააღმდეგ

ყველასთვის ცნობილია ფილ ჰელმუტის კონსერვატული თამაშის სტილი: ის მხოლოდ ძლიერი ხელებით თამაშობს, მაგრამ თუ ისეც მოხდა, რომ სუსტი ხელით თამაშში შესვლა გადაწყვიტა, გადაწყვეტილების უკან აუცილებლად აგრესიული, შემტევი პოკერი იდგება. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ჰელმუტის ჰენდ-რეინჯში სუსტ ხელად ჩაითვლება ერთფერიანი კონექტორი, დაბალი წყვილი და ა.შ. ამჯერად, ჰელმუტმა  ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 

US Poker Open-ის $25.000 დოლარიანი მე-9 ივენთის ფინალურ მაგიდაზე ფილ ჰელმუტი, ალექს ფოქსენი და ერიკ საიდელი მოხვდნენ. თამაშის ხაზი ასე წარიმართა: ალექს ფოქსენმა 99-ით ბეთი გააკეთა. ჰელმუტმა მას Q4-ით რეიზით უპასუხა, რასაც ფოქსენისგან ოლ ინ 3-ბეთი მოჰყვა. "ვფიქრობ, მოგებისთვის ვითამაშებ" - თქვა ჰელმუტმა და მოწინააღმდეგის რეიზზე ქოლი გააკეთა. 

ალექს ფოსქენი, ერიკ საიდელი და თამაშის კომენტატორი შოკირებულები უყურებდნენ ჰელმუტის ხელს, როცა WSOP-ის რეკორდსმენმა კარტი გადმოაბრუნა. მართალია, დილერისგან მან ჯილდო მიიღო და დარიგება QK75Q ბორდით მოიგო, ეს მის სათამაშო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უხერხული და სულელური მომენტი იქნება. 

საბოლოოდ, რამდენიმე დარიგების შემდეგ, ფოქსენი მართლაც გამოთიშა ჰელმუტმა თამაშს, მაგრამ ძველი მეგობრისა და ვეტერანი მოთამაშის, ერიკ საიდელის წინააღმდეგ დამარცხდა. ჰელმუტმა $315.000, ხოლო საიდელმა $472.500 დოლარი მოიგეს. 

რუმები

ქართული უცხოური