Isildur1-მა urnotindangr-ს მილიონი მოუგო
სათაური მთლიანად აფასებს სიტუაციას: PokerStars Pro ვიქტორ "Isildur1" ბლუმმა, სკოტ "urnotindangr" პალმერს მილიონი მოუგო, თანაც არა ერთხელ, არამედ ორჯერ ორი დღის მანძილზე. ამ სიახლეში ასევე გაიგებთ დადასტურდა თუ არა ჭორი durrrr-მიერ 11 მილიონიანი პოტის მოგების შესახებ.
პირველ დღეს დაახლოებით 740 დარიგება ითამაშეს Pot Limit Omaha-ს $50/$100 ბლაინდებზე აუცილებელი 3 ბეთით, რაც რეალურად $300/$900 ბლაინდების ტოლფასია. ამ სესიის შემდეგ შვედმა $620k მოუგო თავის ოპონენტს.
Urnotindangr-ი მეორე დღეს დაბრუნდა და ისინი გადაერთვნენ 100/$200 PLO-ზე, ყოველგვარი აუცილებელი 3 ბეთის გარეშე, ამჯერად ოპონენტებმა 7 700 დარიგება ითამაშეს და ერთ მომენტში სკოტი 500k-ს იგებდა, მაგრამ მისდა სამწუხაროდ Isildur1-მა ამოიღო წაგებული და მეტიც 500k იქით მოუგო სკოტ პალმერს. მართალია! სხვაობა მილიონია -500k დან +500k-მდე.
ამ სესიის შემდეგ პალმერმა დაწერა ტვიტერზე: "ბოლო ორ დღეში 1.1 მილიონი წავაგე სტარსზე. დაახლოებით 700k ვერ მოვიგე, ვერცერთხელ ვერ გავარტყი დაფას 4 ბეთ პოტებში, ყოველთვის ტოპ სპექტრს ვეჯახებოდი ყველას წინააღმდეგ."





