Global Poker Index - ო'დუაიერი პირველია; ერიკ საიდელი ათეულს უბრუნდება
 ყოველ კვირას, Global Poker Index (GPI) გთავაზობთ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგს, რომელიც მათი სატურნირო კარიერის უკანასკნელი სამწლიანი პერიოდის მიღწევებით განისაზღვრება. 2016 წლის PokerStars and Monte-Carlo Casino EPT Grand Final დასრულდა. პოკერის ამ სერიებმა, რეიტინგების თვალსაზრისით, საკმაოდ სერიოზული ცვლილებები გამოიწვიეს. თუმცა, GPI-ის საუკეთესო ათეულის სათავეში, უკვე მე-18 კვირაა სტივ ო'დუაიერია.

ო'დუაიერმა ფულში შესვლა €50.000 ევროიან სუპერ ჰაი როლერის ივენთზე შეძლო, სადაც მან მე-9 ადგილი აიღო. €25.750 ევროიან ჰაი როლერზე კი, მან, 31-ე ადგილი დაიკავა. უნდა ითქვას, რომ არცერთ ამ შედეგს, მისთვის, არცერთი ქულა არ მოუტანია და პირველობას ის მხოლოდ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში დაგროვილი საუკეთესო ადგილების ხარჯზე ინარჩუნებს.
4 პოზიციით მოახერხა დაწინაურება ანტონი ზინომ, რომელმაც მონაკოში გამართულ ორ ჰაი როლერ ტურნირზე, ზედიზედ ორჯერ, მე-6 ადგილი აიღო. კვირის ყველაზე მასშტაბური წინსვლით ერიკ საიდელი გამოირჩევა, რომელიც GPI-ის ათეულის ლიდერის რანგში, უკანასკნელად, 2012 წლის თებერვალში მოგვევლინა. ლეგენდარული მოთამაშე 11 პოზიციით დაწინაურდა და ის ამჟამად მე-8 ადგილს იკავებს.
უკანასკნელი კვირის GPI-ის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
| პოზიცია | მოთამაშე | GPI-ის ქულა | ცვლილება | 
| 1 | სტივ ო'დუაიერი | 4287 | - | 
| 2 | ბრინ კენი | 4178 | - | 
| 3 | ფედორ ჰოლცი | 4092 | - | 
| 4 | ანტონი ზინო | 4067 | +4 | 
| 5 | ჯეისონ მერსიერი | 4002 | -1 | 
| 6 | ნიკ პეტრანგელო | 3989 | -1 | 
| 7 | დომინიკ ნიცშე | 3877 | -1 | 
| 8 | ერიკ საიდელი | 3787 | +11 | 
| 9 | ტომ მარჩესი | 3775 | - | 
| 10 | დევიდ პიტერსი | 3740 | - | 