Global Poker Index - სტივენ ჩედვიკი პირველ ადგილზეა
 ყოველ კვირას Global Poker Index (GPI) ადგენს ტურნირების საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგს, რომელიც მათი უკანასკნელი 3 წლის შედეგებს ეფუძნება.
ყოველ კვირას Global Poker Index (GPI) ადგენს ტურნირების საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგს, რომელიც მათი უკანასკნელი 3 წლის შედეგებს ეფუძნება. 
2018 წლის იანვარში, GPI-ის წლის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგში ჯასტინ ბონომო ლიდერობდა. მისი აფსვინგის განსაკუთრებული ფაზა PokerStars-ის Caribbean Advanture-ზე დაფიქსირდა, როდესაც ბონომომ $100.000 დოლარიანი სუპერ ჰაი როლერის ივენთზე მე-3, ხოლო $25.000 Lucky Hearts Poker High Roller-ზე 1-ლი ადგილები აიღო.
ბონომომ პირველობის შენარჩუნება რამდენიმე კვირის განმავლობაში მოახერხა, მაგრამ თებერვლის შუა რიცხვებში, ის სტივენ ჩედვიკმა ჩამოაქვეითა. U.S. Poker Open-ის სერიებზე, რომელიც 8 ტურნირს აერთიანებდა, ჩედვიკმა 5 ივენთის ფინალურ მაგიდაზე თამაში მოახერხა. ერთ-ერთი ივენთის მოგება თავად ჯასტინ ბონომომაც შეძლო. U.S. Poker Open-ზე წარმატებული თამაშის შემდეგ, წლის საუკეთესო მოთამაშის რეიტინგში კიდევ ერთი ცნობილი სახელი გამოჩნდა - დენიელ ნეგრანუმ სერიებზე 3-ჯერ ითამაშა ფინალურ მაგიდაზე. მან მე-3, მე-6 და მე-7 ადგილები აიღო.
წლის საუკეთესო მოთამაშეთა პირველი ათეული ასე გამოიყურება:
| პოზიცია | მოთამაშე | GPI-ის ქულა | 
| 1 | სტივენ ჩედვიკი | 1430 | 
| 2 | ჯასტინ ბონომო | 1371 | 
| 3 | დენიელ ნეგრანუ | 1345 | 
| 4 | ჯანლუკა სპერანცა | 1339 | 
| 5 | ტიმოთი მაილსი | 1259 | 
| 6 | ბენჯამინ პოლაკი | 1223 | 
| 7 | არი ენგელი | 1183 | 
| 8 | შტეფან შილჰაბელი | 1144 | 
| 9 | ადრიან მატეოსი | 1141 | 
| 10 | ჯერალდ კარლიცი | 1129 | 
წლის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგში დაბალი პოზიციის მიუხედავად, GPI-ის საერთო რეიტინგში კვლავ ადრიან მატეოსი ლიდერობს. 2018 წლის PokerStars Caribbean Advanture Main Event-ის ფინალურ მაგიდაზე თამაშის შემდეგ, წლის მოთამაშეთა რეიტინგში ის კვლავ ტოპ 10-ეულში აღმოჩნდა. სამაგიეროდ, უკვე მე-13 კვირაა, რაც ის საერთო რეიტინგის ლიდერია. მას ფეხდაფეხ მიჰყვებიან სტივენ ჩედვიკი და ჯასტინ ბონომო.



 
                 
           
                             
                             
                             
                             
                            

