"ჰელმუტისა და ესფანდიარის მაგივრად ESPN-ის ეთერში იმიტომ არ ვზივარ, რომ ბევრს ვიგინები" - მაიკ მატუსოუ
 წლების განმავლობაში მაიკ მატუსოუმ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სკანდალური მოთამაშის იმიჯი შექმნა. სათამაშო მაგიდასთან მომხდარ კურიოზებს რომ დავანებოთ თავი, რისთვისაც ის ცნობილი გახდა, მისი ცხოვრება ბევრ ტრაგიკულ ეპიზოდს ითვლის: ის რამდენჯერმე გაკოტრდა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო დამოკიდებული ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე, ასევე ვერ ერეოდა სათამაშო აპარატებთან და ტოტალიზატორებთან დაკავშირებულ აზარტსაც.

 ეპოქას, რომელშიც ვიდეო-ბლოგინგი ონლაინ მედიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ბედი მაიკ მატუსოუმაც მოსინჯა. კონკურენცია საკმაოდ დიდია: ჯო ინგრამის ინტერვიუები ცნობილ მოთამაშეებთანლ პოკერის სამყაროში მიმდინარე მოვლენებისა და სათამაშო დარიგებების კრიტიკული ანალიზი დაგ პოლკისგან; ბილ პერკინსის გუნდი, რომლებმაც იახტაც კი იქირავეს ლაივ სტრიმებისთვის... რა გამოარჩევს მაიკ მატუსოუს იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც აქტიური სათამაშო კარიერის პარალელურად მიმომხილველის როლსაც ითავსებენ?

მაიკ მატუსოუს Youtube-ის საკუთარ არხზე ვიდეო-ბლოგი აქვს, სადაც განსაკუთრებული გულახდილობით განიხილავს ყველა მოვლენას. გულახდილობა კი, ხშირად, მაყურებლებში აღტაცებასთან ერთად შოკსაც იწვევს: "მე გახსნილი ვარ, არ ვიტყუები, მე არ ვიგონებ ამბებს. ვცდილობ, ის ვიყო, რაც სინამდვილეში ვარ და გულშემატკივრებს პოკერის შიდა სამზარეულოს ნამდვილი სახე ვაჩვენო."
 მატუსოუ თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია. როგორც PokerNews-თან ინტერვიუში ყვება, მას ძალიან ბევრი შეუძლია, მაგრამ ერთადერთი დაბრკოლება, რასაც ის დიდების გზაზე ეჩეხება, ბილწსიტყვაობაა: "ერთადერთი მიზეზი, რატომაც ფილ ჰელმუტის და ანტონიო ესფანდიარისნაირი სამსახური არ მაქვს ESPN-ზე ისაა, რომ ბევრს ვიგინები. ცუდი ისაა, რომ როცა ვიგინები, ვერც კი ვიაზრებ ამას. ერთხელ, WSOP-ის პირდაპირი ტრანსლაციის დროს, წამყვანებთან მიმიწვიეს. სტუდიაში სულ 20 წუთი გავატარე. კართან მორი ესკანდანი იჯდა (პოკერის სატელევიზიო შოუების რეჟისორი) და ლოცულობდა, რომ რამე ცუდი არ მეთქვა."

WSOP-ის მსვლელობის პარალელურად, სადაც მატუსოუ ოქროს სამაჯურებისთვის იბრძვის, მისი Youtube-ის არხიც იზრდება. მსოფლიო სერიებზე მოსაყოლი და საჩვენებელი ბევრია. მატუსოუს სტილთან ერთად კი, WSOP-ის კულუარული ინფორმაცია კიდევ უფრო საინტერესო ხდება.